20:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 19:21:29, 1078 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალება მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში

თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი. - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე, დევიდ კრამერმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარში" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მისამართი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში.

"ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი ორი მთავარი საკითხია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აწუხებს და რაზეც მახვილდება ყურადღება, პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციით არ აქვს ამის უფლება, მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. 

ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics