22:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 12:26:36, 928 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - მოხარული ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა

მოხარული ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, სპორტულად რომ აგიხსნათ - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველომ გაწევრიანების თემაზე კონცენტრირება უნდა მოახდინოს.

"დიდი ალბათობით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის შესახებ. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი, ასე მოხდება და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. სპორტულად რომ აგიხსნათ - ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში ახლა წარმატებით გაიმართოს. ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ საქართველომ მოახდინოს კონცენტრირება ამ თემაზე", - აცხადებს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics