|
2022-11-23 22:27:13, 1160 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. თამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მას მონაწილეობა მიღებული აქ ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლება ქართულ კინოსა და თეატრში. მან მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი. მან 70 წელი გაატარა სცენაზე. თამარ სხირტლაძეს მოიხსენიებენ როგორც „მსახიობი ასაკის გარეშე“. მას ჰყავდა ერთადერთი შვილი მსახიობი თაზო თოლორაია, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს. 2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)