|
2022-11-23 18:17:47, 1061 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე - მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს ენმ-ში ვფიქრობ, ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა
მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ჩვენი პარტიისთვის ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია და დამოკიდებულია იმაზე, სამუშაო ჯგუფი როდის დაასრულებს წესებზე მუშაობას. „იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს ექნება აღნიშნული ამბიცია, რომ წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა განსაზღვრონ სამომავლო გეგმები და ადეკვატურად შეაფასონ, რეალურ დროში რა გუნდი, ვინ იქნება უფრო ეფექტური იმ ბრძოლის წინა პლანზე, რომელი ბრძოლაც უწევს ამ პარტიას, რადგან ამ არჩევნებით არ სრულდება არაფერი, პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის. ხატია დეკანოიძის ნათქვამის ინტერპრეტირება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ ხატიამ უბრალოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სულ ოპოზიციაში ყოფნას, არა მარტო ხატია, არამედ ბევრი ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება პარტიაში, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ცვლილებებზე და არა ოპოზიციაში ყოფნაზე. თუ ვინმეს სურს და კმაყოფილდება მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნით, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული, შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)