20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 16:16:40, 1012 ნახვა

საზოგადოება
პეტრე ცაავა - კირილისთვის მილოცვა ცრუ პატრიარქის უთავმოყვარეობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობაა

რუსეთის პატრიარქის მიმართ მისალოცი წერილი არის მორიგი უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობა საქართველოს ცრუ პატრიარქისა, - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ცაავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვას.

ცაავას თქმით, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს ქრისტეს მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვთ. 

"მისალოცი წერილი, რომელიც ჩვვენ ვიხილეთ რუსეთის პატრიარქის მიმართ, არის მორიგი უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობა საქართველოს ცრუ პატრიარქისა. დ როდესაც ამბობს, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით ულოცავს, მინდა ვთქვა, რომ ამ ორ ადამიანს არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან და ქრისტეს მოძღვრებასთან", - უთხრა მეუფემ "ფორმულას".

ცნობისთვის, პატრიარქმა, ილია მეორემ პატრიარქ კირილს დაბადების დღე ამ სიტყვებით მიულოცა: "ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics