17:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 13:49:53, 1562 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - კიევ-პეჩორის ლავრის ჩხრეკა კიევის რეჟიმის უზნეობის ახალი გამოვლინებაა

კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს, ეს კიევის რეჟიმის უზნეობის ახალი გამოვლინებაა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც "კიევის რეჟიმის აბსოლუტურად ამორალურ ქმედებებში" ორგანულად ჯდება.

"ამას არ აქვს გამართლება, ან ახსნა. ეს არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ორგანულად ჯდება კიევის რეჟიმის აბსოლუტურად ამორალურ და ველურ ქმედებებში“,- განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა დაიწყო.

უკრაინულმა მედიამ СБУ-ზე დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და რუსული რუბლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics