2022-11-23 12:33:47, 785 ნახვა
საზოგადოება
8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამეგრელოში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულულია ბიძა, რომელმაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა 8 წლის ძმისშვილის მიმართ სცადა.
დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ცნობილი არ არის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,