20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 10:17:21, 726 ნახვა

საზოგადოება
დეკემბრიდან „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების საკომისიო იცვლება

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, “საქართველოს ბანკისა” და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის, „ინვესტიციების“ საკომისიო გადასახადები 1-ელი დეკემბრიდან იცვლება და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ყიდვის დროს საკომისიო ტრანზაქციის 0.3% (მინიმუმ $0.5; მაქს. $10) იქნება. მაგალითად, მომხმარებელი, Tesla-ს $200-ის ღირებულების აქციის შეძენისას საკომისიოს $0.6-ს გადაიხდის.

რაც შეეხება ყოველთვიურ საკომისიოს, მათივე ცნობით, $2-ის ნაცვლად, $5000-მდე პორტფელზე $0.5 იქნება, უფრო დიდი ზომის პორტფელზე კი მომხმარებელი აქტივების 0.01%-ს გადაიხდის. SOLO და Wealth Management -ის მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიო შესთავაზოს და ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და სხვა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი, მსოფლიოში მილიონობით ინვესტორს შეუერთდეს და დაიწყოს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, რადგან დღესდღეობით ეს პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. რაც მთავარია ინვესტირებას მობილბანკის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა ადამიანებს ფულის შენახვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ“, - განაცხადა Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ „ინვესტიციები“, ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის Galt & Taggart-ის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics