2022-11-21 16:55:40, 874 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ
ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია.
პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,