20:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 15:03:50, 1491 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპანტის ტყვეობიდან 3 საზღვაო ქვეითი გაათავისუფლა

სამი საზღვაო ქვეითი დაბრუნდა მტრის ტყვეობიდან. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო დანაყოფი ავრცელებს. 

მათივე თქმით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის საზღვაო ძალების ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე.

„გათავისუფლებულ სამხედროებს პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.
უკრაინის საზღვაო ძალები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ლოზუნგი „ჩვენ არ დავტოვებთ საკუთარს“ ჩვენთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“. - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics