20:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 11:47:08, 1427 ნახვა

ომი უკრაინაში
კირბი - მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებებზე, აშშ მას ამისკენ არ უბიძგებს

მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებებზე, აშშ მას ამისკენ არ უბიძგებს. - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წარუმატებლობის ფონზე, კიევს შეეძლო ესარგებლა და ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. 

"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესო გადაწყვეტაა ჯარების გაყვანისთვის. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს არის თუ არა ან როდის იქნება მზად, ასევე როგორ გაიმართება ეს მოლაპარაკებები. შეერთებული შტატებიდან მას მოლაპარაკებისკენ არავინ უბიძგებს". - ნათქვამია განცხადევაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics