20:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 22:48:15, 1612 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გაანადგურა

უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% გამორთულია რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, - ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას  და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციებს ზამთრის პერიოდში. მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაისროლა უკრაინის ქალაქებს მისამართით. ჩვენი ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია“, - ციტირებს უკრინფორი უკრაინის პრემიერს.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics