|
2022-11-18 14:25:01, 1302 ნახვა
პოლიტიკა
ზილფიმიანი - ბ-ნო პრემიერო, თქვენ გიწევთ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კატაკლიზმურ და ურთულეს ეპოქაში
ბ-ნო პრემიერო, ამის ხაზ არგასმა არ შეიძლება, რომ თქვენ გიწევთ და მოგიწიათ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კატაკლიზმურ, ძალიან რთულ, გეოპოლიტიკური გაგებითაც, ურთულეს ეპოქაში, - ასე მიმართა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე მყოფ პრემიერ-მინისტრს. როგორც ზილფიმიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ მთავრობის მეთაურის დამსახურებაა ის, რომ მოხდა ეპოქალური გარდატეხა და მხოლოდ საქართველოს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპული ოჯახისთვისაც საჭირო გახდა საქართველო. "თითქოს გაცვეთილია, თითქოს არაფერს ნიშნავს სიტყვები, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა; შესაძლებლობის ფარგლებში, გვაქვს ეკონომიკური წარმატებები. ეს ვერ გაცვდება, ეს ფაქტია და რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს მმართველ ძალასთან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი, ამის ართქმა არაფრით არ შეიძლება. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეპოქაში, პირველად მოხდა, რომ იმის ფონზე, როდესაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აკაკუნებდა ევროპის კარზე და ეს იყო დიახ, ჩვენი სურვილი, ჩვენი ხალხის სურვილი, საწინააღმდეგოდ ასეთივე დიდი სურვილი არ იკითხებოდა ჩვენი ევროპელი ძმებისა და პარტნიორების მხრიდან. მოხდა ძირეული გარდატეხა და ერთხელ და სამუდამოდ, მოხდა აღქმა იმისა, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა. უნდა ვთქვა, რომ ამაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ თქვენი პირადი უთიერთობებითაც და ჩვენმა ქვეყანამაც მოახდინა ძალიან დიდი ზეგავლენა ამაზე. ჩვენ, ჩვენი მოკრძალებით ჩვენი გუნდი როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი ძალისა, ვმონაწილეობდით. ამის ართქმა არ შეიძლება. ყველა ვიღებდით ამაში მონაწილეობას. ამ რამდენიმე დღის წინ მე მოვისმინე ერთ-ერთი ჩემი კოლეგის - ოპოზიციური ლიდერის ნათქვამი, რომ მან თქვა - მეც კიო მოვისმინე - რატომ ჩამოდიხართ და რატომ გვეუბნებით, რომ საქართველოსთვის კარი დაკეტილია ევროპის. რატომ არ უნდა გახდეს წევრი, როდესაც ჩვენ დიახაც ჩვენც გვინდაო, რომ გახდესო. ამის თქმას გარკვეული გამბედაობა და ვაჟკაცობაც უნდოდა. ამ ნათქვამში მხოლოდ ის კი არ იკითხება, რომ ეპოქალური ცვლილება გვაქვს, რომ ევროპას უნდა საქართველო თავის ოჯახში, ასევე იკითხება ძალიან მტკივნეული რამე, რომ გარკვეული ოდენობა ნამდვილად ჩადის და ითხოვს ამის არმოხდენას", - განაცხადა ზილფიმიანმა. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)