|
2022-11-18 12:17:43, 2272 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Data Challenge-ი მეორედ იწყება
„საქართველოს ბანკი“ ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტის - Data Challenge-ის მეორე სერიას იწყებს. Data Challenge-ის შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი. საპრიზო ფონდი შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე - 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე - 5 000 ლარს. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში. პროექტში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი. გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად და დავალების შესასრულებლად კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე. დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3AmJtxY პროექტის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები შეაფასებენ, მენტორობას კი მათ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები გაუწევენ. ესენი არიან, „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა მეცნიერები: ნიკოლოზ მამისაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ლუკა ცაბაძე, ქეთევან ოთიაშვილი, სანდრო ხიზანიშვილი, ნინო გოგოლაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას და მონაცემთა მეცნიერების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. მოხარული ვართ, საქართველოში Data Challenge-ის მეორე სერია ვიწყებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა. აღნიშნული კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, და რაც მთავარია, ამ მიმართულებით აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა, ირაკლი გოგატიშვილმა. ინფორმაციისთვის, მონაწილეებს ამოცანის ამოსახსნელად და ვებ-გვერდზე პასუხის დასაფიქსირებლად ვადა 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე ექნებათ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია შემდეგ ვებ-გვერდზე განთავსდება: https://go.bog.ge/3EDnohb
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)