06:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 23:23:13, 862 ნახვა

პოლიტიკა
დუდა - აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ

აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისივწ თქმით, ვარშავამ და ვაშინგტონმა გამოძიება გააერთიანეს, და გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება.

„გუშინ, საღამოს ჩვენ აშშ-სთან გავაერთიანეთ გამოძიება. რაც, ჩვენი გაგებით ნიშნავს გამოძიების მოკავშირეთა გზაზე გადაყვანას. ეს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემოგვთავაზა. ასე რომ, ახლა ეს არის საერთო პროცესი, რომელსაც ატარებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების ნება უნდა დავრთოთ პროცესებში, ამას სულ მცირე ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“. - ნათქვმია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics