21:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 18:39:10, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
იტალიის პრემიერ-მინისტრი - ის, რომ რაკეტა რუსული არ იყო, მათ პასუხისმგებლობას არ ცვლის

ის, რომ რაკეტა რუსული არ იყო, მათ პასუხისმგებლობას არაფერს ცვლის. - ამის შესახებ   იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა.

მისივე თქმით,მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც მთლიანად რუსეთს ეკისრება, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოგდებული რაკეტა უკრაინული იყო.

"დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რაკეტა, რომელმაც პოლონეთში მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია, რუსული არ იყო. რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსკოვია უკრაინის ინფრასტრუქტურა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics