|
2022-11-16 11:21:37, 960 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია
2 წლიანი პაუზის შემდეგ „თიბისის" მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია ბრუნდება. საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ღონისძიება - GITI 2008 წლიდან ტარდება და 1-2 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში გაიმართება. წლევანდელი GITI ისეთი საკითხების განხილვას დაეთმობა, როგორებიცაა: ელექტრონული მმართველობა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, IT ინოვაციები და განათლება, ფინტექი, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება, მონაცემთა მართვა და სხვა. GITI კონფერენცია უკვე მეთორმეტედ ტარდება და მისი მიმდინარეობისას ასევე ჩატარდება კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოვება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. გასულ კონფერენციებში მონაწილეობდნენ მოქმედი და ყოფილი მინისტრები, უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ინსტიტუტების უმაღლესი დონის მენეჯერები, ICT დარგის პროფესიონალი ექსპერტები, ბიზნესმენები და სხვა გამორჩეული სტუმრები. „თიბისის“ მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ავითარებენ და ზრდიან ცნობიერებას ციფრული ტრანსფორმაციის, GovTech, FinTech, ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ „თიბისის“ პოზიციები ტექნოლოგიური მიმართულებით,“- ამბობს „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე. კონფერენციის ორგანიზატორია ICT ბიზნეს საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: Microsoft, Orient Logic, Greennet, Identomat, UK Aid, UNDP, Giz და სხვა საერთაშორისო კომპანიები. კონფერენციის დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს- GITI2022 (ictbc.ge)
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)