16:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 17:25:17, 1163 ნახვა

ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე - განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  დააანონსა  მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკაში, თუ როგორ შეიძლება მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში. დღეს შევხვდით სწორედ პოტენციურ ინვესტორებს, ასევე დეველოპერებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ პროექტები განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ავუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამ ახალი მხარდაჭერის სქემით და როგორ მუშაობს ეს სქემა" - ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ და არ შეეხებათ იმ დეველოპერებს, რომლებიც უკვე აშენებენ ჰიდროსადგურს ან ნებისმიერ სხვა ენერგოობიექტს.

„სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად შეისყიდოს ელექტროენერგია გარანტირებულად. რაც შეეხება აუქციონის პირობებს, წესებს, თუ როგორ მოხდება შერჩევა და რა  კრიტერიუმებით, ამ ყველაფერზე არის დღევანდელი შეხვედრა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ბიზნესსექტორი მოემზადოს  ახალი წამოწყებისთვის" - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics