2022-11-14 23:11:15, 1861 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინს გენშტაბი - ბელარუსი მობილიზებულებისთვის 50 000 ფორმის დაბეჭდვას გეგმავს
ბელარუსი მობილიზებულებისთვის 50 000 ფორმის დაბეჭდვას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შეკვეთა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
"ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ბელარუსის ბრესტის ოლქის სამხედრო კომისარიატმა გამოაცხადა ტენდერი მობილიზებულთა ფორმების 50 000 დასაბეჭდად. შეკვეთის შევსების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,