2022-11-12 10:03:49, 1785 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - ხერსონის დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ
ხერსონის დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელებისა მხარდაჭერას.
"გილოცავთ ხერსონის დაბრუნებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელებისა მხარდაჭერას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,