|
2022-11-11 18:27:10, 1152 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე სააკაშვილზე - 80 კილოა, ჩამომხმარია, კუნთებიც არ აქვს, ყველაფერი სტკივა
80 კილოა, ჩამომხმარია, კუნთებიც არ აქვს, ყველაფერი სტკივა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ კვირაში კიდევ უფრო დამძიმდა. "აი, ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილო არის. ჩამომხმარია აბსოლუტურად. არც კუნთები აქვს, არაფერი. ყველაფერი სტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანონ, მასაჟისტი ვერ ეკარება, იმიტომ რომ ყველაფერი სტკივა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო მაგრამ ზუსტად რაზე იყო, ვერ გეტყვით. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ველაპარაკო იმ თემებზე, რომლებიც ტკივილის და განსაცდელის გარდა არაფერს უმატებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)