|
2022-11-11 16:26:33, 1855 ნახვა
საზოგადოება
წერილი უცნობ მძღოლებს - ანა გოგუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა
„...ნუ შემიშლით ხელს, გადავადგილდე დამოუკიდებლად, მშვიდად და თავისუფლად. პატივისცემით, ანა გოგუაძე“ ასე ამთავრებს ანა წერილს უცნობებისთვის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში დაწერა და რომლითაც მძღოლებს საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. ქალაქში, რომელიც არც ისე მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, სადაც პანდუსისა და ადაპტირებული გარემოს პოვნა ისედაც რთულია, ანას თქმით, არიან მძღოლები, რომლებიც განზრახ ან გაუაზრებლად მის უფლებებს არღვევენ. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლოა, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს. ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ყველაზე გულდასაწყვეტია ისეთი შემთხვევები, როცა მანქანიდან გადმოვდივარ, ვიცი, იქ პანდუსია, მაგრამ არასწორად გაჩერებული მანქანით მასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. ამ დროს ვდგავარ და ველოდები მძღოლს, იქნებ ახლოსაა და გამოჩნდეს. ვცდილობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რამხელა დისკომფორტს მიქმნის. ანა მიიჩნევს, რომ ეტლით მოსარგებლეების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა თითქოს ნორმად ჩამოყალიბდა. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება საგზაო მოძრაობის კულტურაზე, მიიჩნევს, რომ მთავარ მიზნამდე სვლის დასაწყისი წარმატებულია. ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ხშირად ველოდებით ვიღაცას, ვინც რაღაცას მოაგვარებს, რაღაცას დაიწყებს. არადა მთავარია, თავად დავიწყოთ. შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით კარგად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ჩვენი ქცევა იქნება მისაბაძი. გარემოს, ქალაქს, ყველაფერს ჩვენ გარშემო ქმნიან ადამიანები და ის მიდგომა, რომ „მე არ მეხება, ჩემთვის სულერთია, ეტლი როგორ გაივლის“... ეს არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების, ერთმანეთის მიმართ“.
„თეგეტა“ ანას გზავნილს იმ უცნობ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც მის ადგილზე ტოვებს მანქანას. წერილის ავტორთან ერთად, კომპანიის ავტორებსაც იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ და არსებულ სიტუაციას შესაძლოა ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიან. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: უკვე მეოთხე თვეა, „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“. შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)