23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:04:15, 1307 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგები მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერების, სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეულ ტერიტორიულ ადმინისტრაციაში 2 დღიან ტრენინგებს, ეტაპობრივად, ატარებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 100-ზე მეტი თანამშრომელი.

2 დღიან ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს, ბუნებრივი რესურსებისა თუ ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს დაეხმარებათ კიდევ უფრო სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში ვიზიტორებთან, აგრეთვე, ხელს შეუწყობს მათი კოორდინებული მუშაობის განვითარებას. 

აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაცული ტერიტორიების რეინჯერების, ბუნებრივი რესურსების და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, რათა მეტად გაუმჯობესდეს დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების სტანდარტები, მოხდეს საუკეთესო კულტურის ჩამოყალიბება და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განმტკიცება. 

მიმდინარე წლის ბოლომდე, დაგეგმილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომლის გადამზადება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics