2022-11-11 15:45:33, 1232 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
"მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს.
"კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი, დასრულებულია კვლევა და ადგილზეა პაციენტი... რაც იყო რეკომენდირებული ჩვენი კონსულტანტების მიერ, ჩაუტარდა შესაბამისი ემერაი კვლევა", - ამბობს ჩხაიძე, თუმცა რომელ კლინიკაში იყო გადაყვანილი მესამე პრეზიდენტი, არ აკონკრეტებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,