00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 13:11:15, 2037 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მოსახლეობასთან, ასევე, ასოციაცია „მერკურის“ ბენეფიციარებთან და თანამშრომლებთან, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე. ასევე, ხაზი გაესვა ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებას.

„რეგიონის მასშტაბით გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს, გენდერული სტერეოტიპების გაანალიზებას; განიხილეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

ასოციაცია „მერკურის“ ბენეფიციარებს, კამპანიის ფარგლებში სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ, რომელიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: პროკურორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

#არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics