21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 12:20:41, 1275 ნახვა

ეკონომიკა
დავით ნარმანია - ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელი რჩება, დეკემბერში ზრდას არ ველოდებით

ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ზრდას მოსალოდნელი არ არის. 

მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია ხოლმე, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება ვიდრე ზაფხულის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს და აქიდან გამომდიანარე, ბუნებრივია, რომ დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.

რაც შეეხება ტარიფებს, როგორც წინაზე ვისაუბრეთ, ტარიფები რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და მომდევნო წელსაც, ანუ ამ შემოდგომას -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში,  რაიმე ზრდას ჩვენ ამ ნაწილში არ ველოდებით“,- განაცხადა ნარმანიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics