|
2022-11-11 09:16:33, 1680 ნახვა
რეგიონი
სოფელ სასირეთში გამწვანების აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლის მიმდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია - „დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მოსწავლეებმა ნარგავებს საკუთარი სახელები დაარქვეს. როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ბარნაბიშვილმა განაცხადა, გარემოს გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელში ჩართვაც მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას ნიშნავს. „მიუხედავდ მოსწავლეების ასაკისა, ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ გარემოს დაცვას, ხეების მოვლას, გაფრთხილებას და მათზე ზრუნვას. დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ ეს", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეუერთდა. მოგვიანებით კი, პირველკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ შემოდგომის ზეიმს დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)