12:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 18:37:20, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა,ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს

შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს.

"ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, ენმ-ის 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 277 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობითათასს მხარდამჭეთან ერთად, ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე სწრაფად დაინიშნოს პოლიტსაბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი.

ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ენმ, რომ ფორმაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი და ორგანიზებული ენმ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics