13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 18:31:27, 886 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - ის ხალხი, ვინც არაადეკვატურებს გვიწოდებს, საქართველოს საქმეს ურთულებს

ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ "მთავარ არხთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი.

"ქართული ოცნება ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ვხვდებით ქართული ოცნების არაერთ წარმომადგენელს ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ისინი ნამდვილად პროევროპელები არიან და ნამდვილად სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად იხილონ. თუმცა, ის ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს და ასე შემდეგ, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. ამიტომ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, სად დგანან სინამდვილეში. თუ ისინი რუსეთის მხარეს არიან, კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ასე შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირის წევრობის მხარეს არ ყოფილან და მაშინ უნდა გაათავისუფლონ ადგილები ისეთი პოლიტიკოსებისთვის, ვინც მართლა პროევროპელია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics