00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 15:29:02, 975 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად ამჯერად, 29 ოჯახს გადაეცა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

„სამგორის რაიონში 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება. 2 500-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. ლაპარაკია ოჯახებზე, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. აღნიშული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს კიდევ 29 ოჯახი გავაბედნიერეთ. ვულოცავ მათ. ეს პროგრამა კი გრძელდება. ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 532 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics