13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 15:04:29, 913 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა მელიას - ონჯღორე სი! ხაბეიშვილის ასაყირავებელი რომ გახდები, ახია შენზე და იმსახურებ ყველაფერს

როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?!  ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე  ქართული პოლიტიკიდან, - ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას. 

როგორც ზარქუა წერს, ნიკა მელია არის იმის ღირსი, რომ ლევან ხაბეიშვილმა გადააყენოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან. 

,,ნიკანორ მელია - ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!!ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის  ნახვის მერე, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?!  ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე  ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეობის თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!!!’’ - წერს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics