00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:33:08, 958 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის სავალი ნაწილი უახლოეს დღეებში გაიხსნება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით, გამწვანებით, მიმდებარე არეალებით. ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან დედოფლის გამზირზე. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, რათა ტრანსპორტმა შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა. 

„ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან  აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics