00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:27:04, 527 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ამბროლაურის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები ამჯერად რაჭაში, ამბროლაურის N1 და N2 საჯარო სკოლებში გამართეს.

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.

საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ღონისძიებები დასრულდა, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები კი გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics