|
2022-11-08 17:46:43, 1791 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნარგავები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა. მერიის ცნობით, აქციის ფარგლებში, 7 სახეობის ხე-მცენარე საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სკვერებში დაირგო. სოფელ ზემო რენესა და კასპის #4 საბავშვო ბაღებში, კოდისწყაროს საჯარო სკოლაში, კასპში მიკრორაიონის სკვერში და სოფელ ლამისყანაში. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. ნერგების შეძენას კი, ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს. აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა. გამწავანების აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი. „მწვანე გარემო, ეს არის ჯანმრთელი, სუფთა გარემო. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდი "ორქისს" ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)