01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:12:45, 914 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსი ჩატარდება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსის პირველი ტრენინგი გაიმართა.

ორდღიან სწავლებას, კურსის ავტორი, იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი, ოვი კეროლი უძღვებოდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ სწავლებას, საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად,  შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული მტკიცებულებების იდენტიფიცირების, შენახვის, მოპოვებისა და გაანალიზების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი  გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ერთწლიანი პროგრამის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ციფრული სასამართლო ექსპერტიზის სიღრმისეული ანალიზის (DFIA) სერტიფიკატს მიიღებენ, რაც შესაძლებლობას მისცემს პროკურორებს და გამომძიებლებს, დამოუკიდებლად გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია, მოახდინონ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  შესაბამისად, აღნიშნული სასწავლო მოდულის მიხედვით, კიბერდანაშაულის თემაზე მომუშავე პროკურორები სწავლებას მომავალშიც ეტაპობრივად გაივლიან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics