16:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 21:19:07, 1140 ნახვა

პოლიტიკა
IRI - ქართულ ღირებულებებზე საუბრისას რწმენა მხოლოდ 4%-ს ახსენდება

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

კითხვაზე, თუ რა ახსენდებათ პირველი, ქართული ღირებულებების ხსენების დროს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ქართული ტრადიციები - 15%
სტუმართმოყვარეობა - 10%
ქართული პატრიოტიზმი - 7%
ქართული კულტურა - 6%
რწმენა - 4%
ენა - 3%
ქართული ტაძრები - 3%
პატიოსნება - 2%
ეროვნულობა - 2%
ოჯახი - 2%
საქართველოს ისტორია - 2%
ქართული სუფრა - 2%
ერთგულება - 2%
თავისუფლების სიყვარული - 2%
სიყვარული - 1%
ურთიერთპატივისცემა - 1%
მოხუცთა პატივისცემა - 1%
სხვა - 10%
არაფერი - 1%
არ ვიცი/არ უპასუხია - 24%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics