2022-11-07 19:13:29, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი კრამონს - ეს არის არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება
ეს არის არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საპასუხიდ განაცხადა.
მისივე თქმით, კრამონს ურჩევს იმ ლიტერატურას გაეცნოს, სადაც დიპლომატიური შეხვედრების შესახებ არის საუბარი.
"თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კრამონის განცხადება, ეს არის არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება.
რაც შეეხება ირანის ელჩთან შეხვედრას, ეს არავის საქმე არ არის, რასაკვირველია. ქვეყანაში არსებობს ირანის ელჩი და ამ ქვეყნის ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება, მას შეხვდეს.
შემიძლია, მიგინიშნოთ ლიტერატურაზე, რაც უნდა წაიკითხოს ვიოლა ფონ კრამონმა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რიმ საქართველომ, სამწუხაროდ, არასწორი პოლიტიკური გზა აირჩია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,