02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:25:33, 948 ნახვა

საზოგადოება
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

„თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით. უახლოესი ერთი კვირის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია ყოველ ოთხშაბათს.

სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics