|
2022-11-07 16:51:38, 1579 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ონში „ჭიორა ჰესი“ შენდება
„საქართველოს ბანკი“ ენერგოპროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ონის მუნიციპალიტეტში, „ჭიორა ჰესი“ შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება ტურბინა გენერატორების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით ჰესის მშენებლობა 2020 წელს დავიწყეთ. ჭიორა ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 10 წლის მანძილზე სახელმწიფო შეისყიდის, რომელიც წლის ჭრილში რვა თვის განმავლობაში მოიხმარს, ხოლო 4 თვე ელექტროენერგიის რეალიზაცია თავისუფალ ბაზარზე მოხდება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ქსელში მოხვდება და მისი მიწოდება, როგორც ინდუსტრიულ/კომერციულ, ისე, საცალო მომხმარებელთან მოხდება. ჰესის სიმძლავრე 17 მეგავატს უტოლდება და გაშვების შემდეგ ქვეყნის წლიური გენერაცია 60 მლნ. კილოვატი საათით გაიზრდება,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, გივი გიგინეიშვილმა. „ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ენერგორესურსის საჭიროება დადგება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. „საქართველოს ბანკი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს”, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბერიანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)