|
2022-11-06 12:35:55, 1071 ნახვა
საზოგადოება
ტყით სპეციალური სარგებლობის იჯარა
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) შემდეგი სახეები: პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად); საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრაქტიკა; ევროპის რიგი ქვეყნები სწორედ აღნიშნული მოდელით ახორციელებენ ტყითსარგებლობის უფლების გაცემას. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, რაც შეეხება კომპანიისთვის „აგრო ქართუ“ ტყითსარგებლობის მიზნით იჯარის გაცემის საკითხს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ კი, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის, კომპანიამ 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. აღნიშნული მიზნით ტყითსარგებლობის უფლების გაცემისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტიაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი (N725 - აუქციონის ლოტი - N-725FJX122), დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით. შპს „აგრო ქართუმ” აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, ტყის მართვის ორგანოს, ყოლველწლიურად უნდა გადაუხადოს 32 877.6 ლარი და ასევე, უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 6262.4 ლარის ოდენობით. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „აგრო ქართუს” შორის ხელშეკრულება 2022 წლის ოქტომბერში გაფორმდა. "აქვე განვმარტავთ, რომ ტყითსარგებლობისთვის იჯარები არ გაიცემა მხოლოდ ორმოცხდაცხრაწლიანი ვადით, გაცემულია სარგებლობის ხუთწლიანი იჯარები, მაგალითად ფუტკრის სადგომებისთვის და ათწლიანი სათიბ-საძოვრების სარგებლობისთვის. რაც შეეხება ორმოცდაცხრაწლიან ტყითსარგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ მას საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, რაც მორგებულია მოსახლეობაზე და არ ხმარდება მხოლოდ ერთი სუბიექტის ინტერესებს. ასევე, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა. საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე კონტროლს შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახური ახორციელებს. ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს (1 ნოემბრამდე), ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, გამოცხადდა 20 აუქციონი, საიდანაც შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)