03:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 11:20:13, 1085 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ტრაპიზონში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ტრაპიზონში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ტრაპიზონის გუბერნიის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის დირექტორატში, სამინისტროს წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტში, ტრაპიზონის ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების კალმახის წარმოების ობიექტზე, თევზის დამუშავების, დახარისხებისა და დაფასოების საწარმოსა და სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიმართა. 

„ტრაპიზონში ქართული დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ, თუ როგორ ვითარდება მეთევზეობა და როგორ მიმდინარეობს თევზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. შეხვედრების ფარგლებში, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და ტრაპიზონის ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კი, საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტად განავითაროს მეთევზეობის მიმართულება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ტრაპიზონში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებებს, დაათვალიერეს მეთევზეობის ცენტრალური ინსტიტუტისა და სურსათის კონტროლის ლაბორატორიები. 

გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიასა და წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტთან. 

ტრაპიზონში გამართულ შეხვედრებს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics