03:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 11:14:39, 1003 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საინვესტიციო პროექტი Gudauri Hills აშენდა

ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული მხარდაჭერითა და EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროექტის ფარგლებში, გუდაურში, საინვესტიციო პროექტის Gudauri Hills-ის მშენებლობა დაფინანსდა. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მხრიდან კი 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია გამოიყო.

ბაზისბანკის მიერ, პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინვესტიცია განხორციელდა. კომპლექსი სრულად აღიჭურვა ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე მავნე ზეგავლენა და გააუმჯობესა ენერგო ეფექტური მაჩვენებლის კოეფიციენტი.

Gudauri Hills Residence წარმოადგენს 6 სართულიან, 62 აპარტამენტიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს რესტორნით, თხილამურების შესანახი სივრცითა და გარე ავტოსადგომით. Gudauri Hills Apart Hotel სასტუმროს ტიპის, მყუდრო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 სართულიანი, 29 ნომრიანი აპარტ ოტელია. 

კომპლექსს ექსკლუზიური ადგილმდებარეობა გააჩნია და განთავსებულია პირველი სათხილამურო ტრასიდან რამდენიმე მეტრში, Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. Gudauri Hills ზღვის დონიდან 2070 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც  კავკასიონის ქედზე ულამაზესი ხედი იშლება.

 „ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics