2022-11-02 17:30:34, 1030 ნახვა
საზოგადოება
„ექსპრესნიუსი” ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიმიტრი ავალიანმა ჟურნალისტური კარიერა 90-იან წლებში დილის გაზეთში დაიწყო.
იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში.
„ექსპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დიმიტრი ავალიანის ოჯახსა და ახლობლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,