04:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 16:43:59, 1011 ნახვა

საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაში, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროპის საბჭოს და საერთო სასამართლოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოძიების და საქმისწარმოები დროს არსებული გამოწვევები. ასევე,  ყურადღება გამახვილდა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ამ მხრივ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics