05:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 15:58:39, 995 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა იაპონურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად საქართველოში გამართულ იაპონურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბიზნესფორუმის მიზანი იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარება იყო. 

ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებში.

„საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, იაპონია საქართველოსთან სათბური აირების ემისიების შემცირების მიმართულებით ითანამშრომლებს. საქართველო მიზნად ისახავს ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას და აქტივობების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. JCM-მა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესგარემოს, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics