05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 11:57:46, 894 ნახვა

საზოგადოება
კალაძე „გოცირიძეზე“ - კონტრაქტორი კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის.  

„საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე - პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები, თუმცა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის. 

„ძალიან ცუდია, რომ სამშენებლო მიმართულებით არანაირი კულტურა არ არსებობს. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთეული კომპანიების გარდა, არავინ ზრუნავს საკუთარი კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics