|
2022-10-31 16:45:41, 1091 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხმარებლებისთვის „თიბისი კონცეპტის“ სივრცე გაიხსნა
თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა. სივრცე თიბისის Concept და WM (დაგროვილი კაპიტალის მართვის) მომხმარებლებს მოემსახურება და მათთვის მოგზაურობისას მეტი კომფორტის და კარგი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. თიბისი კონცეპტის სივრცე აერთიანებს ძალიან კომფორტულ გარემოს მგზავრებისთვის, საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შეთავაზებებს. თიბისი კონცეპტის სივრცით ისარგებლებენ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ბარათებს: Visa Infinite, Visa Signature, Visa Platinum, Mastercard World Elite და Mastercard Platinum. თიბისის მიზანია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში და ცხოვრებას გაუმარტივებს. “მგზავრებმა ჩვენთან თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ - ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მივესალმებით Primeclass Lounge-ში ახალი სივრცის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ ამ ახალ სივრცეში თავიანთი მოსვლით და გამგზავრებამდე სასიამოვნო ლოდინის გამოცდილება ექნებათ,” - თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი. სივრცე, რომელიც თიბისის მოგზაურ მომხმარებლებს 31 ოქტომბრიდან მოემსახურება და მგზავრობისას უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მათ, თიბისის უკვე არსებული ფორმატის, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ანალოგიურად შეიქმნა. TAV საოპერაციო სერვისების შესახებ TAV საოპერაციო სერვისები, TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP-ის შვილობილი კომპანია, არის აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი. კომპანია ფუნქციონირებს 19 ქვეყანაში, სადაც 80-მდე ლაუნჯის მეშვეობით სთავაზობს პრემიუმ მგზავრთა მომსახურების ფართო სპექტრს. TAV საოპერაციო სერვისების პორტფოლიო მოიცავს პრემიუმ და დამხმარე სერვისებს, როგორიცაა Meet & Greet, Fast Track, Loyalty Platform და Commercial Area Management TAV-ის ბრენდის აეროპორტებში. კომპანია ემსახურება გლობალური ბრენდის არქიტექტურას, მათ შორის Primeclass, TAV Passport, Tavport.com, LoungeMe, Airporteasy.com და HelloSky Air Rooms. TAV საოპერაციო სერვისები მიზნად ისახავს სტუმრებს მიაწოდოს მომხმარებელთა უწყვეტი მოგზაურობა ყველა შეხების წერტილში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)