|
2022-10-31 12:04:02, 1632 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს
სექტემბრის სესხებისა და დეპოზიტების და ასევე, ოქტომბრის დეპოზიტების წინასწარი მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარის გაუფასურების მხრივ, სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. საკუთრივ, წინა თვეებისგან განსხვავებით, შედარებით აღდგა სავალუტო დაკრედიტება და მეორე მხრივ, იმატა ლარში დაზოგვამ. აღნიშნული მიუთითებს, რომ წლის ბოლოს სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, საბანკო სექტორში დაგროვილი ჭარბი აშშ დოლარი ეტაპობრივად სავალუტო ბაზარს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების სავალუტო დეპოზიტების გარეშეც, სავალუტო სახსრების სიჭარბე კვლავ მაღალია. ეს კი, მომდევნო თვეებში ლარის გამყარების ანგარიშგასაწევი ფაქტორია. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით რეკორდულად ძლიერი აშშ დოლარი არ დასუსტდა, რაც შემდგომ წლებში, თიბისი კაპიტალის აზრით, სწორედ რომ საბაზო სცენარია, სავალუტო ბაზარზე ვალუტის დამატებითი მიწოდება უფრო სებ-ის რეზერვების შევსებაში აისახება, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია რომ უკვე ზედიზედ მე-5 თვეა რაც ეროვნული ბანკი აშშ დოლარის წმინდა შემსყიდველია. სექტემბერში სავალუტო აუქციონისა და მის გარეშე განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბრის აუქციონის გარეშე ჩატარებული შესაძლო ინტერვენციების მაჩვენებლები ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა რომ წმინდა შესყიდვებს ოქტომბერშიც ჰქონდა ადგილი. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის ძლიერი მიწოდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ერთ-ერთი არგუმენტია. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლის მარტში დაიწყება, თუმცა, შერბილების ციკლის დაწყება არც თებერვალშია გამორიცხული. გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)