06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 10:55:28, 966 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, ქუთაისის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ და ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ცაბაძემ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები დეტალურად გააცნეს.

„სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს, რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ახლო მომავალში სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვაც იგეგმება.

სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics