|
2022-10-28 11:31:46, 1863 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, CPMR-ის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და CPMR-ის პრეზიდენტთან. საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს. 2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)